Monday, April 11, 2011

ელენე დიდიმამიშვილის შემოქმედება


                            პ  რ  ო  ე  ქ  ტ ი
1.პროექტის  სახელწოდება:-ელენე დიდიმამიშვილის შემოქმედება
2.პროექტის მთავარი იდეა (თემა)1-2 წინადადებით:-ინფორმაციის კვლევა-ძიება,გამთლიანება,გამოქვეყნება.
3.პროექტის აქტუალობა:-ელენე დიდიმამიშვილოს ბიოგრაფიისა და შემოქმედების გაცნობას, დიდი მნიშვნელობა აქვს თვითოეული ახალციხელისათვის.ვინაიდან იგი იმ პოეტთა რიცხვს მიეკუთვნება,რომელთაც სამწერლო ასპარეზზე  გამოსვლისთანავე  მოიპოვეს მკითხველის ყურადღება და სიცოცხლეშივე ხვდათ დიდი აღიარება. ელენე ერთადერთი ქალი მწერალია ახალციხიდან, რომელიც მწერალთა კავშირის წევრი იყო.მოსწავლეები გაიგებენ, გალაქტიონთან მეგობრული ურთიერთობის შესახებ და აქვე ეზიარიბიან იმ დიდ და უიმედო სიყვარულს რომელსაც საკუთარი მასწავლებლის მიმართ გრძნობდა ქალბატონი ელენე. გაეცნობიან მის პოეზიას, წერილებს,მოისმენენ ქალბატონი ელენეს სიმღერებს.მასალას შეაგროვებენ, გაამთლიანებენ და გაამზადებენ ვებ-გვერდის შესაქმნელად.მოაწყობენ ექსკურსიას ე.დიდიმამიშვილის საფლავის დასუფთავების მიზნით.
4.პროექტის მიზნები: -მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევა-ძიების უნარ-ჩვევები,მოძიებული მასალის დახარისხება, გამთლიანება და გამოქვეყნების უნარი. მხატვრული კითხვისა და ზეპირმეტყველების უნარ-ჩვევები.ურთიერთ თანამშრომლობის უნარ-ჩვევა.
5.მონაწილეთა ასაკი:- 15წელი
6.ვადები/ხანგრძლივობა:-2თვე
7.მოსწავლეთა შედეგები/პროდუქტები რაც შსიძლება შეიქმნას:-
l-ელენე დიდიმამიშვილის ინტერნეტ გვერდი.
ll-ღონისძიება.
lll-კედლის გაზეთი.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:-კალამი,რვეული, ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა,ფურცლები, კომპიუტერი,სანთლები, ყვავილები.
9.პროექტის მსვლელობა:-ა- პროექტის დაგეგმვა. -ფუნქციების განაწილება.-მოძიება-გამთლიანება.-ექსკურსიაზე წასვლა.ე-ღონისძიება.-პროექტის პრეზენტაცია.-ვებ-გვერდზე დადება.
10.საგნობრივი ჯგუფი:-ქართული.  ისტი.
11.პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი:-ნინო ყურმაშვილი
12.ხელმძღვანელის ელ-ფოსტა:-kurmasvili.n@gmail.com,
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: -ninokurmashvili.blogspot.com


No comments:

Post a Comment